პროკურორმა მუხტარლისთვის 8 წლიანი პატიმრობა მოითხოვა
2018-01-12 13:10:00 · ამობეჭდვა

აზერბაიჯანში, ბელაქანის რაიონულ სასამართლოში, აფგან მუხტარლის სასამართლო პროცესზე პროკურორმა ჟურნალისტისთვის პატიმრობის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება მუხტარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და კონტრაბანდაში ადნაშაულებს. ოფიციალური ინფორმაციით ის საზღვარზე 2017 წლის 29 მაისს იქნა დაკავებული და დაკავებისას საზღვრის დაცვის თანამშომლებს წინააღმდეგობა გაუწია. ჩხრეკისას კი გამოძიების ცნობით, მუხტარლის დიდძალი თანხა აღმოაჩნდა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მუხტარლის განცხადებით, ის ქალაქის ცენტრიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა პირებმა გაიტაცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოშიც მიმდინარეობს.

აფგან მუხტარლის გატაცებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია მიიღო , სადაც ისინი აზერბაიჯანს დაკავებული ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ, საქართველოს კი მისი გატაცების საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

მუხტარლის საქმეზე 200-ზე მეტი მოწმეა დაკითხული. ამოღებულია სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული კადრებიც, თუმცა ოფიციალურად გავრცელებულ ვიდეოში გატაცების ფაქტი არ არის აღბეჭდილი. ჟურნალისტის მეუღლე, ადვოკატი და უფლებადამცველები ამბობენ, რომ გატაცების კადრები წაშლილია, ხოლო გავრცელებული მასალა დამონტაჟებული





გაზიარება და მოწონება