დედის ინფორმაციით, 28 წლის ირაკლი კეკელიას მკვლელი, მისივე ბავშვობის მეგობარია
2018-01-12 09:54:14 · ამობეჭდვა

28 წლის ირაკლი კეკელიას ცხედრის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცხედრის ძებნა მდინარე რიონში იმ ორი პირის ჩვენების საფუძველზე დაიწყო, რომლებიც გამოძიებამ მომხდარში დაადანაშაულა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც. არსებული ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია.

28 წლის ახალგაზრდას დედა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მისივე ბავშვობის მეგობარია, რომელთანაც კეკელიას ბოლო პერიოდში უთანხმოება ჰქონდა.

"ერთმანეთს, რომ ემდუროდნენ ახლახანს გავიგე. რაზე იჩხუბეს, რატომ ჰქონდათ კონფლიქტი, არაფერი არ ვიცი" აცხადებს ლუიზა ქაცარავა და დამნაშავის დასჯას ითხოვს.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში მცხოვრები ირაკლი კეკელია 31 დეკემბერს გაუჩინარდა.





გაზიარება და მოწონება