სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-01-12 09:38:31
"ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც" - ელისაშვილი

თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა შესაძლოა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ელისაშვილი ამბობს, რომ ის  საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებს, რომელიც  უახლოეს მომავალში შეიქმნება და მოძრაობა ამჟამად არსებული მოძრაობებისა თუ პარტიებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.

„უფრო მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ვფიქრობ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზეც, თუმცა ეს მომავლის ამბავია. ამ დაჭაობებულ ქვეყანას სჭირდება ჭაობიდან ამოყვანა. ასე ცხოვრება არ შეიძლება, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ, რომ რაღაც ძვირდება. როდესაც საკრებულოს საქმიანობაში ვიყავი აქტიურად ჩართული, საყოფაცხოვრებო ვითარებას ვერ ვადევნებდი თვალს, მაგრამ ეს ქვითრები იმდენი მოდის თვიდან თვემდე, რომ აშკარაა ცუდად მიდის საქმე. არ ვაპირებ ელისაშვილის ან ელისაშვილების პარტიის შექმნას, პირიქით, რაც არ მომწონს, არის ბელადების პარტიები, რამაც გამოალპო ჩვენი პოლიტიკური სისტემა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

ამავე თემაზე