თუ ვაშინგტონი ფეთჰულა გიულენს არ გადმოგვცემს, თურქეთი აღარ განახორციელებს აშშ-ში ეჭვმიტანილების ექსტრადირებას- ერდოღანი
2018-01-11 20:33:15 · ამობეჭდვა

თურქეთი აღარ განახორციელებს აშშ-ში ეჭვმიტანილების ექსტრადირებას, თუ ვაშინგტონი ანკარას ფეთჰულა გიულენს არ გადასცემს- აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი

„ჩვენ ბოლო 15 წლის განმავლობაში 12 ტერორისტი გადავეცით. რატომ? რადგან ისინი ტერორისტები იყვნენ. თუმცა ისინი არ გვაძლევენ მას, ვინც ჩვენ გვსურს. ისინი უსაფუძვლო საბაბს იგონებენ. თუ თქვენ არ გადმოგვცემთ მას, მაშინ გვაპატიეთ, თუმცა ამიერიდან, როდესაც მოგვთხოვთ სხვა ტერორისტის გადაცემას, ვიდრე მე პრეზიდენტის თანამდებობაზე ვიქნები, თქვენ მას ვერ მიიღებთ“, – განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

მისივე თქმით, ვაშინგტონი სირიაში ქურთებს იარაღს აწვდის და შესაბამისად, აშშ-სა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ არსებობს





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე