დაკავებულ პოლიციელებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
2018-01-11 19:18:29 · ამობეჭდვა

რუსთავის პოლიციის ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიენის სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაკავებული ირაკლი დარჩიაშვილისა და ბესიკ ბეგაშვილის ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლებას ითხოვდნენ , თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტები არ გაითვალისწინა. პროკურორ ლევან ჯალაღანიას განცხადებით, არსებობდა საფრთხე, რომ ბრალდებულებს ზეწოლა მოეხდინათ მოწმეებზე და სწორედ ამიტომ მოსამართლემ აღკვეთის შეფარდების შუამდგომლობა გაითვალისწინა.

თავად სასამართლო კი ხმაურისა და შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც მოსამართლემ დარბაზიდან ერთი პირი გააძევა.

პროცესს არ ესწრებოდა დაზარალებული ღონღაძე.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები დააკავეს.

ინრფორმაცია სულად





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე