ზურაბ იდოიძეს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა
2018-01-11 16:45:26 · ამობეჭდვა

ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამასთან დაკავშირებით განცხადებას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს:

"თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისათვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდების საქმეზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, კიდევ ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა ერთ პირთან ერთად, ამ უკანასკნელის ავტომობილით, თურქეთში ჩააკითხა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს, სადაც გადასცეს მათ მობილური ტელეფონები და სიმ-ბარათები, აგრეთვე უზრუნველყვეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ტრანსპორტირება ავტომობილით, თურქეთის მხრიდან საქართველოს საზღვრამდე, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მიზნით.

სასამართლომ, დახურულ სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები. სასამართლომ დანაშაულის ხასიათის, საშიშროებისა და სხვა გარემოებების გთვალისწინებით, მიიჩნია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხეები, ამდენად ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გამოიყენა." ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცლებეულ ინოფრმაციაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო წესით გეგმავს იდოიძის ადვოკატი. დავით მოდებაძის განცხადებით, პროკურატურის მოთხოვნა, პატიმრობის შეფარდების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო. მისივე თქმით, დღევანდელ გადაწყვეტილებას, კანონით დადგენილ ვადაში 48 საათში გაასაჩივრებს.

„პროკურატურამ მოიყვანა მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხები და ამ საფუძვლებით მოითხოვა პატიმრობა. არც ერთ საფუძველი, დასაბუთებული არ იყო, თუმცა მათი შუამდგომლობა სასამართლომ მაინც დააკმაყოფილა“, - განაცხადა მოდებაძემ.





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე