მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის დანიშვნის მოთხოვნით სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართა
2018-01-11 13:41:46 · ამობეჭდვა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მორიგი სარჩელი შეიტანა. სააკაშვილი ითხოვს ის აღიარონ პირად, რომელსაც დამატებითი სახელმწიფო დაცვა სჭირდება.

„16 იანვარს გაიმართება სასამართლო სხდომა სააკაშვილის სარჩელზე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ. საქმეზე მეორე მოპასუხე უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის კიევის ოლქის სამმართველო იქნება“, - ნათქვამია სასამართლოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა ასეთი თხოვნით ერთხელ უკვე მიმართა სარჩელით კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოს, თუმცა 3 იანვარს სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე