,,მთელი საქართველო ემორჩილება გომელაურს“ - ადვოკატი
2018-01-11 12:23:24 · ამობეჭდვა

მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, თემირლანის გარდაცვალის შემდეგ უწყება, რომელიც გამოძიებას ატარებს ის დაზარალებულად ავტომატურად უნდა სცნოს. საქმეში კი უფლებამოსილი პირი თემირლანის მამა მალხაზ მაშალიკაშვილი იქნება. ადვოკატისვე განცხადებით, არც ოჯახს, არც ადგილობრივებს ხეობაში არ აქვთ მოლოდინი რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდება.

ჯავახიშვილის განცხადებით, საქართველოში არ მოიძებნება უწყება, რომელიც გომელაურის უწყების დანაშაულს გამოაშკარაკევს და პასუხისმგებლობას დააკისრებს, რადგან ჯავახიშვილის თქმით, ,,მთელი საქართველო გომელაურს ემორჩილება“.

,,გამოძიების ობიექტურობის იმედი არავის არ აქვს, რადგან მთელი საქართველო ემორჩილება გომელაურს. გომელაური ნიშნავს პარლამენტის წევრებს და არავინ მითხრას რომ ასე არ არის. ,,ოცნების“ თითოეული წევრი, რომელიც პარლამენტში გავიდა ის გომალაურის შერჩეულია. გომელაურის უწყების ჩატარებული სპეცოპერაციაა, რომელსაც ემსხვერპლა უდანაშაულო ადამიანი. რომელი საგამოძიებო უწყება შეძლებს გაუწიოს წინააღმდეგობა გომელაურს? ამ სიტუაციიდან გამოსავალი დღევანდელ სახელმწიფოში ამოსავალი მხოლოდ სტარბურგი სასამართლოა. სანამ სტრასბურგის მითითებს არ შეარულებს სახელმწიფო ასე იქნება. როცა გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ქუჩაში ხოცავდნენ სახლში უვარდებოდნენ გამართლება იყო ასეთი რომ ან იყო ადამიანი კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ან ტერორისტი და ისინიც ასე ამართლებდნენ. ისინიც ასე ამართლებდნენ ჩადენილ გადაცდომებს. ესენიც ასე არიან. და ნდობის საკითხი პასუხისმგებელი პირის არც მაშინ დამდგარა და არც ახლა დადგება“, - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა ,,პირველ რადიოსთან“ საუბარში.





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065