სოფო კილაძე - ჩვენი სპეცსამსახურების ეფექტიანი მუშაობა ემსახურება იმას, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული
2018-01-09 19:02:35 · ამობეჭდვა

პანკისის ხეობაში დღეს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გაკეთდა მმართველ გუნდში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომები ქვეყანაში მაქსიმალურად დაცულია და მოსახლოებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

“ჩვენს გვერდით უსაფრთხოების საკითხებში ძალიან აქტიურად დგას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები. მოხარული ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა სახეზეა. ასევე, ევროკავშირის ქვეყნები თანამშრომლობენ ჩვენთან და არიან კიდევ სხვა ქვეყნები, რომლებთანაც უსაფრთხოებისა და საპოლიციო კუთხით აქტიურად ვთანამშრომლობთ. ეს საერთო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ ჯერ საქართველოში ყველანაირი საფრთხე იყო განეიტრალებული და ჩვენს მოქალაქეებს არ დამუქრებიათ ტერაქტი. საქართველოს საზღვრები დაცულია, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, მსოფლიოში სამწუხაროდ ჯერ არავის არ გამოუგონია ისეთი მეთოდი და ღონისძიება, რომელიც ნულამდე დაიყვანდა ტერორიზმის საფრთხეს. არის გარკვეული ქმედებები ტერორისტების მხრიდან, როდესაც ისინი შეუმჩნეველი რჩებიან სხვადასხვა მაქინაციური ქმედებებით, მაგრამ მთავარია, რომ მათ ზიანი არ მიაყენონ ჩვენს მოსახლეობას, ვერ მოახერხონ, ტერორსა და შიშში ამყოფონ მოსახლეობა. სწორედ ამას ახერხებენ ჩვენი სპეცსამსახურები”, – განაცხადა სოფო კილაძემ.





გაზიარება და მოწონება
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე