2018-01-05 12:33:27
ვითიბი ბანკის საშობაო საჩუქარი ბავშვებს!

6 და 7 იანვარს, ვითიბი ბანკის ვაკის ფილიალის მიმდებარედ განლაგებულ შევჩენკოს სახელობის სკვერში (მის: ი.ჭავჭავაძეს გამზ. #2), გაიმართება საშობაო ღონისძიებები ბავშვებისთვის. 2 დღის განმავლობაში 13:00 -დან 17:00 -მდე ყველასთვის უფასოდ გაიმართება ილუზიონისტის წარმოდგენა, ზღაპრული გმირების მასკარადი, სახის მოხატვა, მუსიკალური გართობა. ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდება სანტა კლაუსი.

ამავე თემაზე