2018-01-04 11:10:14
მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, შეგახსენებთ,რომ გასულ ღამეს კონსილიუმმა მიიღო გადაწყვეტილება,რომ მაჩალიკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრი გაუარესება არ ყოფილა, გარკვეული სტაბილიზაცია მიღწეულია ამ მიმართულებით. რაც შეეხება სხვა კლინიკებში გადაყვანას, აქტიურად არის ამ საქმეში ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული. ისინი დაუკავშირდნენ უკვე რამდენიმე კლინიკას, მიმდინარეობს ინფორმაციის მიმოცვლა. როგორც კი ჩვენთვის რაიმე დეტალები იქნება ცნობილი, შემდგომში ამის შესახებ დამატებით გაცნობებთ. ჯერჯერობით არ ვიცი რომელი კლინიკა მიიღებს პაციენტის გადაყვანის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა. 

 

ამავე თემაზე