რატიანის სკანდალური ვიდეო - ჩატარდება თუ არა საზოგადოებრივში შიდა მოკვლევა?
2018-01-04 00:25:27 · ამობეჭდვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის ქეთევან მსხილაძის განცხადებით, მწერალ ზვიად რატიანის ვიდეოს გავრცელების შესახებ მაუწყებელში შიდა მოკვლევა აუცილებლად ჩატარდება.

მსხილაძე ასევე არხის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს,რომ ჯერ ბორდს არ უმსჯელია რა სახის პასუხისმგებლობის აღებაზე საუბრობს მაუწყებლის გენერალური დირექტორი.

,,შიდა მოკვლევა უსათუოდ უნდა ჩატარდეს, რაც შეეხება გენერალური დირექტორის განცხადებას პასუხისმგებლობის აღებაზე იმ დღეს, როდესაც ეს განცხადება გააკეთა საბჭოს სხდომაზე ჩვენა ამ საკითხზე მსჯელობა აღარ გავაგრძელეთ წინ გველოდა ბიუჯეტის საკითხის განხილვა და მისი დამტკიცების საკითხი ამიტომ რატიანის ვიდეოსთან დაკავშირებით აღარ გაგვიგრძელებია საუბარი.

პასუხი იყო გენერალური დირექტორის,რომ ბორდი ანუ საბჭო რასაც გადაყწვეტს იმ პასუხისმგებლობას აიღებს, მართალია იმ დღეს ღარ გავაგრძელეთ ეს საკითხი, მაგრამ გვექნება ახლა სამუშაო შეხვედრა. მე მაგალითად ვიკითხავ რას ფიქრობს ბორდი და რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა იგულისხმება. მე ამ საკითხს დავაყენებ და იმედი მაქვს ვიმსჯელებთ. რაც შეეხება შიდა მოკვლევას შიდა მოკვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ნებისმიერი დარღვევაზე პასუხისმგებელი არის მენეჯმენტი. ასე ცალკე ერთი ჟურნალისტის შეცდომაზე არ დადის ხოლმე. საბოლოო ჯამში ნებისმიერი თანამშრომლის მიერ დაშვებული შეცდომა არის მენეჯმენტის შეცდომა", - განაცხადა ქეთევან მსხილაძემ ,,პირველ რადიოსთან" საუბრისას.





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065