სიახლეები
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-01-04 00:20:25
,,ვეღარ ვცნობ ამ ჩაბეტონებულ ქალაქს, ქუჩაში სიარულის სურვილი აღარ მაქვს“ - ლაშა თაბუკაშვილი

მწერალი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი ,,კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შეკითხავაზე - დიდი განსხვავებაა თუ არა მისი პერიოდის თბილისსა და დღევანდელს შორის? ასე პასუხობს:

,,სრულიად სხვადასხვა ეპოქაა. დღეს თბილისი ჩემთვის ერთი დიდი გასტრონომია, უამრავი მანქანით გარშემორტყმული, ვეღარ ვცნობ ამ ჩაბეტონებულ ქალაქს. ქუჩაში საირულის სურვილი აღარ მაქვს, როცა ერთ დროს მოხეტიალე კაცი ვიყავი. საოცრად მიყვარდა თბილისის ქუჩებში სიარული. ეკოლოგიურ პრობლემებზე აღარაფერს ვიტყვი. ჩემთვის უსიამოვნოა უცხო ქვეყნების პოლიტიკუტი კლერკებისგან ნასწავლ გენდერულობასა და ტოლერანტობაზე ჩიჩინი. ჰოლივუდის სინდრომის არ იყოს, გოგოს თვალი რომ ჩაუკრა, თურმე კლინიკაში უნდა მოგათავსონ და დაგიმდაბლონ ტემპერამენტი. ამას ხუმრობით ვამბობ, მაგრამ ადეკვატურობისა და ზომიერების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ, თორემ სიგიჟემდე მიდის ეს ფარისევლობა და სიყალბე, რომელსაც ვიღაც გიკანონებს.

ამავე თემაზე