2018-01-04 00:18:49
,,ბიტკოინები ,,აფეთქდებიან“

პროფესორი ლადო პაპავა კრიპტოვალუტასთან დაჯავშრებით მოსახლეობას აფრთხილებს. პაპავას განცხადებით დიდია იმის ალბათობა რომ კრიპტოვალურტა ,,აფეთქდეს“. ,,2018 წელს ერთი საფრთხე არის მოსალოდნელი და განსაკუთრებით მინდა ჩვენი მოსახლეობა გავაფრთხილო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ. დიდია ალბათობა, რომ კრიპტოვალუტები, განსაკუთრებით კი ბიტკოინები ,,აფეთქდებიან“ და ამაზე მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ლაპარაკობენ. არ არის გამორიცხული ეს 2018 წელს მოხდეს. ეს ფინანსური პირამიდა რომ აუცილებლად აფეთქდება, ამას წყალი არ გაუვა, ხოლო საქართველოში საკმაოდ დიდია კრიპტოვალუტებით გატაცება. ძალიან კარგია, რომ ეროვნულმა ბანკმა ცოტა ხნის წინ გააფრთხილა მოსახლეობა. რათქმა უნდა, ჯობდა, უფრო ადრე ეთქვა, უფრო მკაფიოდ, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდერე არასდროს. ვიცით, შემდეგ როგორც ხდება ხოლმე - დაზარალებული ხალხის რიგები მთავრობის წინ ან ეროვნულ ბანკთან მოთხოვნით, რომ ზარალი აუნაზღაურონ“,- აცხადებს ლადო პაპავა ,,კვირის პალიტრასტთნ“ ინტერვიუში.

ამავე თემაზე