2018-01-04 00:12:29
,,როგორ მოხვდა ეს ხალხი საქართველოს ტერიტორიაზე და როგორ ცხოვრობდა ქალაქის ცენტრში?"- რა გარანტიები ჰქონდა ჩატაევს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის აზრით, სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახურს გამოძიებული აქვს საიდან მოხვდნენ ტერორისტული ჯგუფის წევრები საქართველოში,თუმცა შაშკინი ამბობს, რომ ამ საკითხის გასაჯაროებას ხელისუფლება განგებ უვლის გვერდს და გამოძიების შესახებ ინფორმაცია მეორე ეტაპიდან ასაჯაროებს.

შაშკინი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩატაევის მოქმედებებს და ამბობს, რომ მსოფლიოში ცნობილი ტერორიტსტი საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობდამ რაც იმაზე მეტყველებს,რომ მას  გარკვეული გარანტიები ჰქონდა.

,,მე მაქვს ჩემი სუბიექტური აზრი. ამ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს ერთი მთავარი კითხვა,  თუ როგორ შემოვიდა ეს ხალხი საქართველოში? ხელისუფლება ცდილობს ამ თემის ნიველირებას და ცდილობენ ამ საკითხის გარეშე ისაუბრონ პრობლემაზე,  შედეგად ვიღებთ არალოგიკურ სურათს. ამ საქმის გახსნა უნდა დაიწყოს სწორედ ამ მომენტიდან, პირველი პასუხი ეს უნდა იყოს, ისე შეუძლებელია მეორე ეტაპზე გადასვლა.

ეს არის დანაშაული, რომელშიც არის რამდენიმე ეპიზოდი პირველი რაც უნდა გამოიძიოს არის როგორ მოხვდა ეს ხალხი საქართველოს ტერიტორიაზე და როგორ ცხოვრობდა ქალაქის ცენტრში?

ამ თემაზე თუ არ გექნება პასუხი ვერ გადახვალ მეორე ეტაპზე. რადგან სუსი ამაზე არ საუბრობს, ბუნებრივია, რომ კითხვები რჩება.

ჩემი აზრით სუსმა იცის რეალურად რა მოხდა. არ უნდა ყოფილიყო ძნელი დასადგენი ეს ხალხი როგორ შემოვიდა მითუმეტეს როცა ცოცხალი მოწმე არსებობს.

რაც შეეხება მათთვის უსაფრთხოების გარანტიების არსებობას ესეც ნათელია. ჩატაევთან მოდიოდა მეუღლე და შვილი ანუ ის იმდენად უხიფათოდ გრძნობდა თავს, რომ თავს უფლება მისცა მათთან კონტაქტის. ჩატაევი არ იყო დილეტანტი,ბოლოსდაბოლოს სირიიდან ცოცხალი გამოვიდა, მან იცოდა თავი როგორ უნდა დაეცვა, ის არ იყო დილეტანტი ,რომელმაც ვერ გაუძლო ცდუნებას და ოჯახს დაუკავშირდა, რომ არ ქონოდა სხვა გარანტიები ასეთ რამეს ის არ გააკეთებდა, მას დიდი გამოცდილება ჰქონდა და ამას ნებისმიერი უსაფრთხოების სპეციალისტი იტყვის"-ამბობს შაშკინი ,,პირველ რადიოსთან" საუბრისას.  

ამავე თემაზე