2018-01-04 00:05:32
,,სამინისტრომ, რატიანის შეურაცმხყოფელი ვიდეოს გავრცელება, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაავალა“

დავით ზურაბიშვილის განცხადებით, პოეტ ზვიად რატიანის მადისკრედიტირებელი ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით ვასილ მაღლაფერიძის განცხადება,რომ ის არის ამაზე პასუხისმგებელი არაფერს ნიშნავს და მთავრი პასუხისმგებელი აქ შს მინისტრი და სამინისტროა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და ვიდეო გაავრცელა.

,,მაღლაფერიძე რა პასუხისმგებლობას აიღებს თავის თავზე საინტერესო არ არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა რომ ეს იყო არაეთიკური და დარღვეული იყო ქარტიის პრინციპები მთავარი ახლა შს სამინისტროა, რომელმაც ეს ვიდეო როგორც ადამიანის მადისკრიმინერებელი დაამზადა და გაავრცელა. საინტერესოა ის, რომ სამინისტრომ რატომღაც მალევე დაუკმაყოფილა საზოგადოებრივ მაუწყებელს მოთხოვნა და ვიდეო მიაწოდა ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში რომ სამინისტრომ რატიანის შეურაცხმყოფელი ვიდეოს გავრცელება საზოგადოებრივ მაუწყებელს დაავალა და მათაც ეს გაავრცელეს. მე არ ვიცი მინისტრმა როგორ უნდა აგოს პასუხი, ალბათ პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირი, რომლებმაც ვიდეო დაამზადა და გაავრცელა ეს ფაბრიკაცია,"-განაცხადა ზურაბიშვილმა ,,პირველ რადიოსთან" საუბრისას.

 

ამავე თემაზე