2017-12-30 00:25:00
ექვს დღეში დახარჯული 800 მილიონი და ბანკებზე გასესხებულლი 555 მილიონი - რა ელის ლარს

ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოხდა იმის გამო, რომ საბიუჯეტო ხარჯები თვის ბოლოს იქნა გაწეული - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძემ ლარის ვარდნის მიზეზად მთავრობის არასწორი პოლიტიკა, კერძოდ კი საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვა დაასახელა. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება განაგრძოს, რადგან როგორც გოცირიძე ამბობს, გარდა ეკონომიკური განვითარების არ არსებობისა, წლის ბოლოს ბაზარზე საბიუჯეტო სახსრების კუთხით ლარის დიდი მასა გამოდის, რაც გაუფასურებას იწვევს.

„ვალუტის გაუფასურება მოხდა იმის გამო რომ თვის ბოლოს საბიუჯეტო ხარჯები იქნა გაწეული. მარტო ბოლო 6 დღის განმავლობაში დაიხარჯა 800 მილიონი. 800 მილიონი ეს არის საშუალოდ 1 თვის ხარჯი. ერთია რომ ხდება არათანმიმდევრული ხარჯვა და მეორე, ამ ფულის ძალიან დიდი ნაწილი დეფიციტურია. მაგალითად 60 მილიონი დაიხარჯა ძველი ნაშთებიდან, რაც პირდაპირ ხელს უწყობს ლარის გაუფასურებას და ინფლაციას. თუ როგორ განვითარდება პროცესები დამოკიდებულია მთავრობაზე. გასესხებულია საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხები, 555 მილიონი კომერციულ ბანკებზე, შეამცირებს თუ არა ფულის მასას, დაიბრუნებს თუ არა ამ სესხებს, ისევე როგორც ეროვნულ ბანკზე და ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორ იქნება ბიუროკრატიული ხარჯები გაწეული თვის განმავლობაში. უზარმაზარი ბიუროკრატიული ხარჯების დაფინანსება ხდება და მათთვის ეს ბიუროკრატია და სახელმწიფო აპარატი მორიგი ხმოსნები არიან არჩევნებისთვის. ამიტომ ბუნებრივია რომ გაუფასურებაში პოლტიკური ფაქტორიც არის და არის პირადი დაინტერესებაც, როდესაც დიდი რაოდენობის ტენდერები ხელისუფლებასთან დაახლოებულ კლანებს უნაწილდება. ბიუჯეტის ათვისებაში ხელისუფლება აქტიურად მონაწილეობს. ამიტომ ბევრი რამის კომბინაციაა, რომლის ერთბაშად გადაწყვეტა უჭირთ,“-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

ამავე თემაზე