2017-12-30 00:21:41
„მოსამართლის გადაწყვეტილება უკვე გუშინ იცოდა შს მინისტრმა და მან ეს მწერლებთან გაამჟღავნა“

სასამართლოს მიერ პოეტ  ზვიად რატიანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და შემდგ უკვე ამ გადაწყვეტილების განმარტება რომ, რომ არა საახალწლო დღეები, ის საპატიმრო ღონისძიებას გამოიყენებდა, ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება."პირველ რადიოსთან" საუბარში ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილებაც უსამართლოა, რადგან რატიანი არის ადმიანი, რომელიც დაზარალებულია სახელმწიფოს მხრიდან.

"მე მინდა გითხრათ, რომ ამ 2000 ლარს რა თქმა უნდა რატიანი გაასაჩივრებს . მე ვფიქრობ, რომ როდესაც კაცის მიმართ ასეთი რაღაც არის მომხდარი, სახელმწიფო აღმოჩნდა აგრესორი და პოლიციამ სცემა ადმიანს, იქ რაიმე სასჯელზე და გადასახადზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტი უნდა იყოს. მოსამართლემ თქვა მისი აზრი. ის 14 დღისთვისაც იყო გამზადებული, კითხა კიდეც რატიანს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასეთ კითხვებს მაშინ სვამენ, როდესაც პატიმრობის მისჯას აპირებენ ადმინისტრაციული სასჯელის სახით. ასე, რომ ტყუილად დაგვამადლა ის, რაც დაგვამადლა იმიტომ, რომ რატიანი არ იმსახურებს არც ერთი ლარის გადახდას და არც ერთი დღით დაპატიმრებას. ეს არის ადამიანი, რომლის მიმართ სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებები. სცემეს, აქვს ტვინის შერყევა, ადგილი არ აქვს სახეზე და თავზე დატოვებული, სადაც არ ურტყეს და ამის შემდეგ გადაიღეს ფარისევლური ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მას თავაზიანად ეკითხება რაიმე ხომ არ გინდათ მოქალაქევ და ა.შ. ჩვენ ვიცნობთ პოლიციელებს, ასე დათაფლული პოლიციელები თავის უფროსებს არ ელაპარაკებიან, არათუ ადამიანს, რომელსაც ასე მოექცნენ. მოსამართლეს უნდოდა შეესრულებინა შსს-ს ბრძანება, რაც იმითაც ჩანს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება უკვე გუშინ იცოდა შს მინისტრმა და მან ეს მწერლებთან გაამჟღავნა, რომ დაახლოებით ასეთი იქნებოდა." განაცხადა ბერძენიშვილმა პირველ რადიოსთან საუბარში. 

 

ამავე თემაზე