,,სპეცოპერაციას შესაძლოა ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწიროს“
2017-12-30 00:13:25 · ამობეჭდვა

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელის მექა ხანგოშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეები ერთად გმობენ და ყველა ერთად არის ტეროროზიმის წინაარდმეგი, რაც მათ არაერთხელ დაამტკიცეს. ხანგოშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა რომ გამოძიება მიმდინარეობს და ისინი ამ გამოძიების შედეგებს ელოდებიან სპეცოპერაციის ფორმა მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ რის.

,,აუცილებლად უნდა დაისაჯოს ეს ადამიანი, რომელმაც არასწორი მეთოდებით ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. ჩვენ ყველანი ტერორიზმის წინააღმდეგი ვართ და თუ დამნაშავეა ყოველთვის ვამბობთ რომ დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს კანონის ფარგლებში. როგორც ნორმალურ სახელმწიფოში ხდება და რა არა ისე როგორც მოხდა. ადამიანს შუა ღამეს მძინარეს, როდესაც გძინავს და გონება გათიშულია არ უნდა ესროლო. რომელ ტერორიზმზეა, რა ხელყუმბარაზეა საუბარი. ვის ძინავს ხელყუმბარით. ასეთი ფორმა ჩვენთვის ყველასთვის მოუღებელია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჩვენ ყველანი ტერორიზმის წინაარმდეგ ვართ. ვაპროტესტებთ მხოლოდ ფორმას და იმას რომ ასეთ სპეცოპერაციას შესაძლოა ახალგაზრდოს სიცოცხლე შეეწიროს. გამოძიება მიმდინარეობს და შედეგებზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ წინასწარ დასკვნებს არ ვაკეთებთ“,- განაცხადა მექა ხანგოშვილმა.





გაზიარება და მოწონება