„მაღლაფერიძის არაპროევროპული სტრატეგიის ნაწილია ევროპის ბიუროს დახურვა... მაუწყებელი გახდა სახელისუფლებო არხი“
2017-12-30 00:06:44 · ამობეჭდვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროპის ბიუროსთან დაკავშირებით, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე ეხმაურება. გოგუაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ხშირ შემთხვევაშ ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს და არ არის გამორიცხული ეს გადაწყვეტილებაც ხელისუფლებიდან მოდიოდეს. გოგუაძისა თქმით, ასეთ შემთხვევაში სავალალო მდგომარეობის წინაშე ვდგავართ:

"ეს რომ იყოს მართლაც მენეჯმენტის გადაწყვეტილება, ოპტიმალური და ამას არ ჰქონდეს მთელი კონტექსტი რაც ვნახეთ აქამდე საითკენ ვითარდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაშინ შეიძლებოდა გვეფიქრა, ხომ არ იყო ეს მიზანშეწონილი. თუმცა ევროკავშირის ბიუროს წარმომადგენლობა ყველა შემთხვევაში უნდა ყავდეს პირველ არხს, რადგან ევროპის მოვლენების შუაგულში იყოს. თუ გავითვალისწინებთ ვასიკო მაღლაფერიძის არჩევის შემდგ რა მოვლენები განვითარდა, დაიხურა ყველა პროდასავლური ღირებულებების გადაცემა - წითელი ზონა, სალომე ასათიანის გადაცემა, გადაცემა ვექტორი, მაშინვე გაგვიჩნდა აზრი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხურავს პროდასვალური მიმართულების ყველა გადაცემას. თუ ამ კონტექსტში განვიხილავთ და არა როგორც მენეჯმენტის გადაწყვეტილებას, ერთმნიშვნელოვანია ის, რომ მაღლაფრიძის არაპროევროპული სტრატეგიის ნაწილია ევროპის ბიუროს დახურვა. საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ხანია აღარ არის საზოგადოებრივი, ეს არის სახელმწიფო ტელევიზია, რომელიც ასრულებს სახელმწიფოს დაკვეთას და თუ ეს დაკვეთა მოდის ხელისუფლებიდან, ძალიან სავალალო ვითარების წინაშე ვდგავართ. ამ წუთას არ მაქვს ამის არანაირი მტკიცებულება, მაგრამ ვამბობ, რომ მაუწყებელი გახდა სახელისუფლებო არხი და სწორედ ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს ვასილ მაღლაფერიძე" განაცხადა ნინო გოგუაძემ "პირველ რადიოსთან" საუბარში.





გაზიარება და მოწონება