ლარის გაუფასურება და პურის გაძვირება - პროგნოზი
2017-12-29 00:24:04 · ამობეჭდვა

ელექტროენერგიაზე და წყლის ტარიფის მომატების შემდეგ ექსპერტები ფასების ზრდას სურსათზე, პირველადი მოხმარების საგნებზე და მომსახურების სფეროზეც ვარაუდობენ. ,,პირველ რადიოსთან“ საუბარში ექსპერტი ირაკლი ყიფიანი ვარაუდობს, რომ ფასების მატებასთან ერთად ლარის კიდევ უფრო გაუფასურებაა მოსალოდნელი.
,,ვინც კი იყენებს ელექტოენერგიას ბუნებრივია მოუწევს წარმოებულ პროდუქციაზე ფასის მატებას. დენის და წყლის გაძვირება ლოგიკურად პურზე ფასის მატებასაც გამოიწვევს...რაც ეხება ლარის კურსს, თუ მთავრობამ ნახევარი მილიარდი ლარი აითვისა, ლარს ეს აუცილბელად დაარტყამს და გაუფასურებას გამოიწვევს. ლარის გაუფასურება შესაბამისად იმოქმედებს სავალუტო რისკებს კი კომპანიები ჩადებენ ფასში. როგორც უკვე გითხარით ეს აისახება ფასების ზრდაში საშუალო ვადიან პერიოდში, განაცხადა ირაკლი ყიფიანმა ,,პირველ რადიოსთნ“ საუბარში.





გაზიარება და მოწონება