ელექტროენერგია შესაძლოა კიდევ გაძვირდეს? - „რეალური ღირებულება კი 3 ან 4 თეთრია და დანარჩენი მიედინება პანამის ობშორებში ივანიშვილის ანგარიშზე“
2017-12-28 00:00:32 · ამობეჭდვა

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი ვარაუდობს, რომ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი ბოლო არ არის და გადასახადი კიდევ მოიმატებს. კახა კუკავა პროდუქტების გაძვირებასაც ვარაუდობს. "პირველ რადიოსთან" საუბარში ის ამბობს, რომ ხელისუფლება მსგავს გადაწყვეტილებებს ყოველთვის ისეთ პერიოდს ამთხვევს, როდესაც საზოგადოებრივი ყურადღება ნაკლებია. მისი განცხადებით, მოსახლეობა ელექტროენერგიაში იხდის 5-ჯერ მეტს, რეალური ფასი გაცილებით დაბალია , დანარჩენი ფული კი კუკავას თქმით ობშორებში მიედინება:

"დანარჩენ პროდუქტებზეც მოიმატებს და ელექტროენერგიაზეც მოიმატებს. ეს არ არის საბოლოო მატება. ეს არის მეთოდი, როგორც ლარის კურსის დევალვაციას ახდენენ ნაწილ ნაწილ რომ საზოგადოებამ უფრო ადვილად გადაიტანოს. კიდევ იქნება ტარიფის მატება. ყველას გვესმის 27 დეკემბერი რა ნიშნითაა შერეული, რომ ამას არ მოყვეს რაიმე მღელვარება და საქართველოს ყველა დროის ერთმანეთზე კორუმპირებული მთავრობები ან ივლის-აგვისტოს მიჯნაზე ჩადიან დანაშაულებს, ან დეკემბერ -იანვრის მიჯნაზე, როდესაც ყველაზე ნაკლებია საზოგადოების ყურადღება. ივანიშვილს თავის მოაქვს ფინანსისტად, გვეუბნება ბანკირი დაიქირავეთო და ჩვენ ეს ბანკირი დავიქირავეთ, რომელიც გვეუბნებოდა, რომ მინიმუმ გაორმაგებულია რეალურად ელექტრო ენერგიის ტარიფი, ახლა ირკვევა რომ არაკვალიფიციური რჩევა მოუცია. ეს არის მოსახლეობის ძარცვა ზუსტად იმ მეთოდით, როგორც კომპანიები რომ შექმნეს და ტენდერებს რომ აფორმებენ, ხუთმაგს უხდიან და 80 % ჯიბეში მიაქვთ, ზუსტად იგივე ხდება ენერგომატარებლების შემთხვევაშიც. ვიხდით 5 ჯერ მეტს, რეალური ღირებულება კი 3 ან 4 თეთრია და დანარჩენი მიედინება პანამის ობშორებში ივანიშვილის ანგარიშზე." განაცხადა კახა კუკავამ "პირველ რადიოსთან" საუბარში. კუკავას თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი უახლოეს 1-2 თვის განმავლობაშ გეგმავს აუდიტის სამსახურის დაქირავებას, რომელიც დაითვლის რეალურ ტარიფს:

"ჩვენ დავიწყეთ კამპანია, გვექნება უახლოეს დღეებში კონსულტაცია ფინანსისტებთან და ამ დარგის სეპციალისტებთან, რომ თუ მოხერხდა ჩატარდეს დამოუკიდებელი აუდიტი, ეს ცოტა რთული საკითხია და თუ მოხერხდა რომ დავიქირავოთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი , დამოუკიდებელი აუდიტი, რომელიც დაითვლის რეალურად რას შეადგენს მიწოდების და განაწილების რაოდენობა და შესაბამისად რამდენია კორუფციული დანამატი ამ ტარიფების" განაცხადა კახა კუკავამ "პირველ რადიოსთან" საუბარში.





გაზიარება და მოწონება