დედოფალმა ელისაბედ მეორემ, პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა
2017-12-25 11:52:21 · ამობეჭდვა

დედოფალმა ელისაბედ მეორემ, მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა.

„მაქვს პატივი, გულთბილად მივულოცო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებიდან 40 წელი. დიდი სითბოთი ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას 2011 წელს, ლონდონში თქვენი ვიზიტისას. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ერებს შორის ურთიერთობები ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას“, – ნათქვამია ბრიტანეთის დედოფლის მისალოც წერილში, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.






გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065