ვითიბი ჯგუფის ბარათებიდან შესაძლებელია საერთაშორისო ფულადი გზავნილის განხორციელება
2017-12-22 11:58:04 · ამობეჭდვა

ვითიბი ჯგუფმა მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა. ფულადი გზავნილის განსახორციელებლად, ბანკში მისვლა აღარ არის საჭირო. ამ მომსახურებით სარგებლობისას შესაძლებელია თანხის გადაგზავნა რუსეთში ემიტირებული Visa-სა და MasterCard-ის ნებისმიერი ბარათიდან, ვითიბი ჯგუფის ბანკების ბარათებზე საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ბელარუსში. გზავნილის განხორციელება შესაძლებელია ბანკი VTB24-ის ვებ-გვერდიდან - https://perevod.vtb24.ru გზავნილის განსახორციელებლად საჭიროა მხოლოდ სასურველი თანხის მითითება და გამგზავნისა და მიმღების ბარათის რეკვიზიტების შესაბამის ველებში დაფიქსირება. გზავნილი რამდენიმე წუთში აისახება მიმღების ბარათზე და თანხის მიღება შესაძლებელია მიმღების ბარათის ანგარიშის შესაბამის ვალუტაში. ახალი სერვისი მომხმარებლისთვის ბევრად კომფორტულს ხდის ფულადი გზავნილის განხორციელებას რუსეთის ნებისმიერი ბანკის მიერ გამოშვებული Visa და MasterCard ბარათებიდან ვითიბი ჯგუფის შვილობილი ბანკების კლიენტებისთვის, ასევე, მას მინიმუმამდე დაჰყავს გზავნილის მიმღების შესახებ ინფორმაციის ცოდნის აუცილებლობა.





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065