აშშ-ის კონგრესმა „ჯაველინების“ საქართველოსთვის გადმოცემაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო-იზორია
2017-12-20 11:09:10 · ამობეჭდვა

აშშ-ის კონგრესმა „ჯაველინების“ საქართველოსთვის გადმოცემაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში მიმდინარე კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება ანტისატაკნო სისტემის „ჯაველინების“ შესყიდვის თვალსაზრისით. მიმდინარე წლის 29 მარტს მქონდა პატივი და მივმართე წერლობით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს. საჯაროდ თქვენ ამ გადაწყვეტილების შესახებ გაიგეთ ნოემბერში. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ კონგრესმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება „ჯაველინების“ გადმოცემასთან დაკავშირებით, ხელთ მაქვს ორიგინალი. ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა. ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა ამ სისტემის გადამოცემისა.

ეს არის საერთო, სახალხო, მთელი სახელმწიფოს მიღწევა და მინდა ყველას მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065