სიახლეები
მთავარი სიახლე
სხვა ამბები
2017-12-18 10:15:36
ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია

ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი,  ხმათა მთლიანი რაოდენობის 25.45% მიიღო.

ნათია თოდუას გამარჯვება უკვე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა:

"ნათია გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! ვამაყობთ შენით"- ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

"გილოცავ ნათია !

საქართველო ამაყობს შენით !“,-  აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

ამავე თემაზე