სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2017-12-17 16:50:41
პრემიერის "უცნობი" მეგობარი - როგორ გადასცა პრემიერმა კვირიკაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 12 000 კვ.მ. მიწა, გაჩეჩილაძის სიძეს (ვიდეო)

როგორ გადასცა პრემიერმა კვირიკაშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 12 000 კვ.მ. მიწა. სტუდია მონიტორის მიერ მომზადებულ საგამოძიებო სიუჟეტში ვრცლად არის საუბარი სახელმწიფო ტენდერებზე. გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის", სიძის კომპანიამ შეუსრულებელი ვალდებულებების მიუხედავად,  4 ტენდერი მოიგო.

კომპანია "კონსტრაქტ ვიჟენისთვის" მიწის ნაკვეთისა და ძველი საწარმოო ნაგებობების გადაცემის გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კომპანიას კვირიკაშვილის თქმით, წლის განმავლობაში 700 ათასის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ტერიტორია გიორგი შარაშიძე, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელი და უცნობის სიძეა, 326 000 ლარად გადაეცა, მას თანხა ორ ეტაპად უნდა გადაეხადა. შარაშიძეს არც თანხა გადაუხდია და არც ინვესტიცია განუხორციელებია. 

სახელმწიფო ტენდერების დეტალები ვრცლად "სტუდია მონიტორის" სიუჟეტში. 

ამავე თემაზე