გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი ბათუმში მესამე ბრიგადის საინჟინრო ასეულს შეხვდნენ
2017-12-17 12:25:29 · ამობეჭდვა

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, დემოკრატიის როლი ეროვნული უსაფრთხოების გამყარებაში, ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც დღეს ბათუმში საქართველოს შეირაღებული ძალების მესამე ბრიგადის საინჟინრო ასეულთან შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

გიორგი აბაშიშვილმა სამხედროებს პრეზიდენტის მადლობა გადასცა იმ მისიისთვის, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ასრულებენ სახელმწიფოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში.

დავით რაქვიაშვილმა მადლობა გადაუხადა სამხედროებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გამოჩენილი თავდადების და ქვეყნისთვის მაღალი რეპუტაციის ჩამოყალიბებისათვის.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო: ქვეყნის აღმშენებლობაში ჯარის და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მნიშვნელოვან და გადამწყვეტ როლს, იმ სულიერ სიმტკიცეს, რომელიც სჭირდება დღეს სახელმწიფოს და სამხედრო განათლების ხარისხის ამაღლებასა და განვითარების მნიშვნელობას.

"გამოვყავით ის როლი, რომელსაც დღეს ქართველი სამხედროები ასრულებენ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში და საერთაშორისო მისიებში," - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065