2017-12-16 22:58:19
მე მზად ვარ, რომ გავხდე უკრაინის პრემიერმინისტრი თუ ამის აუცილებლობა გახდა - მიხეილ სააკაშვილი

„მე ვიბრძვი, პირველ რიგში, დიდი ცვლილებებისთვის, ვიბრძვი იმისთვის, რომ უკრაინა გახდეს დაუმარცხებელი. თუ უკრაინა გახდება დაუმარცხებელი, რუსეთი განიდევნება მათ შორის კავკასიიდან,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში სამომავლო გეგმებზე საუბრისას გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, მის მიზანს უკრაინაში არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების ცვლილება წარმოადგენს.

„ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩატარდეს არჩევნები, ჩვენმა გაერთიანებულმა ძალებმა აიღონ უმრავლესობა. მე მზად ვარ, რომ გავხდე უკრაინის პრემიერმინისტრი, თუ ამის აუცილებლობა გახდა იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი თვითმიზანი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში უნდა შეძლოს რეფორმების გატარება.

ამავე თემაზე