მაღლაფერიძემ შესაძლოა საზმაუს დირექტორის პოსტი დატოვოს?
2017-12-15 23:59:05 · ამობეჭდვა

„პირველი რადიოს“ ინფორმაციით, „საზოგადოებრივმა მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. არსებული ინფორმაციით, ვასილ მაღლაფერიძე სამეურვეო საბჭოში გადაინაცვლეს. „პირველი რადიო“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ვასილ მაღლაფერიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ვასილ მაღლაფერიძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. როგორც „პირველ რადიოსთან“ საუბრისას გრიგოლ გოგელიამ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ის ინფორმაციას არ ფლობს.

„ჭორებია, მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას. შეიძლება მე არ ვიცი რამე. ახლა რაზეც ვმუშაობთ არის ის, რომ ბიუჯეტი უნდა მივიღოთ და პრიორიტეტები. ტყუილი მგონია, ასე სიმართლე რომ გითხრათ ტყუილი მგონია ჯერჯერობით,“ - აცხადებს გოგელია.





გაზიარება და მოწონება