დაპირისპირება და კამათი ,,ოცნებაში":კობახიძე-ჩუგოშვილი-გოგუაძე მე-18 მუხლი(ვიდეო)
2017-12-15 14:14:07 · ამობეჭდვა

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მე-18 მუხლის ჩანაწერს მმარტველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს,რომ რთულია სახელმწიფო საიდუმლოებიების შესახებ ჩანაწერს კენჭი ათ წუთში უყარონ. ის ფიქრობს, რომ სჯობს ცვლილებები კენჭისყრაზე ორ ვარიანტად გავიდეს, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ეხება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, ნინო გოგუაძე დაინტერესდა, კონსტიტუციის მე-15 მუხლის მეოთხე პუნქტის მე-18 მუხლში გადატანა რატომ ხდება, სადაც აღნიშნულია, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა პირად საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად.

გოგუაძის თქმით, შესაძლოა, წარდგენილი ცვლილება ძალიან სწორი და კარგია, მაგრამ დღევანდელმა განხილვამ აჩვენა, რომ როცა ცვლილებები ასეთ საკითხებს ეხება, მეტ დროს საჭიროებს.

„უფრო მეტად დაფიქრება მჭირდება, ვიდრე ამ კონკრეტულ მუხლს ხმას მივცემ. ერთი წლის მანძილზე ამაზე მსჯელობა არ ყოფილა და როცა საკითხი ამხელა მნიშვნელობაში აგვყავს, მეტი შესაძლებლობა გვჭირდება, გავიაზროთ, ამ ყველაფერს რა მოჰყვება. რამ განაპირობა იუსტიციის სამინისტროსგან ამის ინიცირება? უფრო მეტი ინფორმაცია, უფრო მეტი განხილვა და უფრო მეტი დრო მჭირდება, რომ დავრწმუნდე, ეს სწორია თუ არა. ერთსაათიანი განხილვა საკმარისი არ არის. ეს ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გარეშე ჩავატაროთ კენჭისყრა, რადგან ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ცვლილებების წინააღმდეგ ხმის მიცემა არ მინდა. კონსტიტუციაში ძალიან მკაფიოდ არის ჩანაწერი იმის თაობაზე, სახელმწიფო საიდუმლოება რას ნიშნავს და წარმოდგენილ ფორმულირებაში უფრო მეტი ბუნდოვანების გამოწვევის რისკს უფრო ვხედავ, ვიდრე ამ მონაცემების დაცვას. სახელმწიფო საიდუმლოების ქვეშ სამართალწარმოება და ოპერატიული მონაცემები ისედაც ექცევა და ეს ცვლილებები კონსტიტუციას რა ახალს სძენს გარდა იმისა, რომ კონსტიტუციაში უფრო მეტი ბუნდოვანება არ გააჩინოს? კონსტიტუციას მთელი წელი ვიხილავთ და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ გადაწყვეტილება ათ წუთში მივიღო რთულია, ალბათ, კომფორტული არავისთვის არ არის“, – განაცხადა გოგუაძემ.

მე-18 მუხლის შესახებ ცვლილებებს აპროტესტებს ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც მისი თქმით, გასულ წლებში სწორედ ზედმეტი დახურულობა ქმნიდა პრობლემებს.





გაზიარება და მოწონება
გიორგის თქვენი დახმარება სჭირდება რეკვიზიტები: TBC ბანკი TBCBGE22 მიმღების დასახელება: თეონა ჩივაძე (გიორგის დედა) ანგარიში: GE16TB7747845061100065