საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ პორტუგალიურ მხარესთან მემორანდუმი გააფორმა
2017-12-15 13:35:53 · ამობეჭდვა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა პორტუგალიაში, მესამე საერთაშორისო ბიზნეს-შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება 2017 წლის 14 დეკემბერს ქალაქ ლისაბონში გაიმართა.

ბიზნეს-შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და პორტუგალიის (Portuguese Industrial Association – Chamber of Commerce and Industry (AIP-CCI)) სავაჭრო-სამრეწველო პალატებსა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ბიზნეს-კონფედერაციას (Business Confederation of the CPLP (CE-CPLP)) შორის.

ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ გაიმართა ასევე ორმხრივი შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელ პირებს შორის.

გაფორმებული დოკუმენტი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ერთგვარი გარანტიაა. ეს კოოპერაცია ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის გამყარებას. ასევე, ქვეყნების ბიზნეს-წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.





გაზიარება და მოწონება