2017-12-08 18:28:15
ჩემს ქმარს ეძებდნენ, 5000 ლარზე იყო საუბარი...12 საათამდე თანხა უნდა მოეტანაო"- ტუღუშის მეუღლე

გარდაცვლილი მსაჯის, ილია ტუღუშის ოჯახის წევრები სამართალდამცველებმა დაკითხეს. ოჯახი ამტკიცებს, რომ ტუღუში ზეწოლის მსხვერპლია და საქმე გარიგებულ თამაშს უკავშირდება.

„ვუთხარი, რომ მომაკითხეს, ჩემს ქმარს ეძებდნენ, 5000 ლარზე იყო საუბარი. არ უნდა გახმაურებულიყო ეს საქმე, ასე გამაფრთხილეს, მე მითხრეს, ჯერ ვასესხეო, მერე მითხრეს, უნდა დარიგებულიყოო, ვერ მოაბეს თავი თვითონ, დაბნეულები იყვნენ. მისი მანქანით თუ მოძრაობსო, ე.ი. ეძებდნენ ჩემს ქმარს. 12 საათამდე თანხა უნდა მოეტანაო, 12-მდე იყვნენ ეგენი მოსულები,“ - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა.

ამავე თემაზე