,,სკოლებში პოლიცია შეჰყავთ"-ვინც ოპოზიციიდან ამას იყვირებს ისიც კოლექტიური ბესელიაა-უგულავა
2017-12-07 20:38:52 · ამობეჭდვა

,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა განათლების სამინისტროსა და შსს-ს ერთობლივ ინიციატივას ეხმაურება:

,,ვახ. სკოლებში პოლიცია შეყავთ! - გაჰკიოდა კოლექტიური ბესელია. საერთოდ არ ვამბობ ოღონდ ნიშნის მოგებით. ვინც დღეს ამას იყვირებს ოპოზიციიდან ისიც კოლექტიური ბესელია იქნება. უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებისთვის ყველაფერს იკადრებენ და არსებობენ - ვინც პრინციპების ერთგულია და სახეს ინარჩუნებს, ოღონდ მხოლოდ სახეს. ჯერ-ჯერობით აქამდე ძალაუფლება პირველ კატეგორიას აქვს."-წერს გიგი უგულავა.





გაზიარება და მოწონება