პარლამენტი 2017 წელს ახალი ,,სედანების" შესაძენად 855 000 ლარს დახარჯავს
2017-12-07 18:21:55 · ამობეჭდვა

საქართველოს პარლამენტის აპარატმა თანამდებობის პირებისთვის 2017 წელს გამოშვებული 19 ერთეული ავტომანქანა „სედანის“ შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ავტომანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან 855 000 ლარია გამოყოფილი.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 15 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს, 12:00 საათზე დასრულდება.

,,reginfo"-ს ინფორმაციით, თითოეული ავტომანქანის ღირებულება საშუალოდ 45 000 ლარს შეადგენს. მათი შემსყიდველისათვის მიწოდება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოახდინოს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ყველა ავტომანქანა უნდა იყოს არაუადრეს 2017 წელს გამოშვებული, ვერცხლისფერი, მარცხენასაჭიანი და შავი ფერის სალონით.

წყარო: http://reginfo.ge/people/item/4079-parlamenti-tanamdebobis-pirebistvis-2017-xels-gamoshvebul-19-%E2%80%9Esedans%E2%80%9C-ybidulobs





გაზიარება და მოწონება