,,პოლიტიკური სპეკულაციის ტირაჟირება"...უკრაინის,,შიდა პოლიტიკური საქმე“-რას უკავშირებს ელჩი ქართული მედიის არ შეშვებას
2017-12-07 17:12:24 · ამობეჭდვა

უკრაინაში ქართველი ჟურნალისტების, რუსთავი 2-ის, ტვ პირველისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტების, არ შეშვებაზე კომენტარს ,,რია ნოვოსტისთან" უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ოლგა სლობოდიანი აკეთებს.

,,ქართული მედიის" სხვადასხვა წარმომადგენლებს უარი ეთქვათ სახელმწიფო საზღვარს გადაკვეთაზე მიზეზი კი ის გახდა,რომ მათ ვერ განმარტეს უკრაინაში მოგზაურობის მიზანი. მათ განაცხადეს,რომ ისინი მოდიოდნენ დიასპორის საკითხების გასაშუქებლად მაგრამ აღმოჩნდა,რომ ამაზე საუბარი საერთოდ არ არის"- აცხადებს სლობოდიანი.

მისივე თქმით, ჟურნალისტებთან დეტალური საუბრისას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც კავშირი აქვს ,,რაღაც ტელეარხთან" ,,ანტიუკრაინულ“ კონტექსტში აშუქებდა დონბასში მიმდინარე მოვლენებს,თუმცა სლობოდიანს ჟურნალისტი არ დაუკონკრეტებია.

ჟურნალისტების არ შეშვებაზე კომენტარი საქართველოს ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემაც გააკეთა. დუმბაძე აცხადებს,რომ მან არ იცის დეტალები რატომ არ მისცა უფლება უკრაინამ საქართველოს მოქალაქე ჟურნალისტებს უკრაინაში შესულიყვნენ.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს უფლება დაუშვას ან არ დაუშვას სხვა ქვეყნის მოქალაქეთა შესვლა მის ტერიტორიაზე.

,,არსებობს ხაზი, რომელიც ერთნაირად ეხება საქართველოსაც, გერმანიასაც და იტალიის საელჩოებსაც , ეს არის ,,ქვეყნის შიდა საქმეები“. როცა უსაფრთხოებას ეხება საქმე იქ მიზეზები არ არის განმარტებული.

უკრაინას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არ სურს კიდევ უფრო ფართოდ მოხდეს პოლიტიკური სპეკულაციის ტირაჟირება,ამიტომაც გარკვეული პერიოდი შესაბამის რეჟიმს იყენებს. დარწმუნებული ვარ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს რეჟიმი აღარ იმოქმედებს, ეს არის ქვეყნის სუვერენული უფლება , რომელსაც პატივს ვცემთ.

ეს არ არის დაკავშირებული კონკრეტულ ტელეკომპანიებთან ეს დამოკიდებულია ზოგადად არსებულ სიტუციაზე.

უკრაინამ გადაწყვიტა, რომ არ გააფართოვოს ამ მოვლენების გაშუქების დიაპაზონი.და ატარებს შესაბამის შიდა პოლიტიკას“-აცხადებს დუმბაძე.





გაზიარება და მოწონება