რუსეთი ტრამპის გადაწყვეტილებით აღშფოთებულია
2017-12-07 16:46:10 · ამობეჭდვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღშფოთებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს:

„მოსკოვმა ვაშინგტონის განცხადება სერიოზული აღშფოთებით მიიღო. ჩვენ იმ მოცემულობიდან გამოვდივართ, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის საიმედო დარეგულირება მიღწეულ უნდა იქნას საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად, რომლებიც ითვალისწინებენ პალესტინის ტერიტორიების სტატუსის ყველა ასპექტის მოგვარებას, მათ შორის იერუსალიმის სენსიტიური საკითხის მოგვარებას“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.





გაზიარება და მოწონება
#ავთოსთვის

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22. ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400 (საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33), ⭕ თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22. ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003. მიმღები – მერაბ კიკნაველიძე