ჩაწყობილი თამაშები და გარდაცვლილი მსაჯი- ლანჩხუთის "გურიაში" ბრალდებებს პასუხობენ
2017-12-07 15:26:24 · ამობეჭდვა

გარდაცვლილი მსაჯის ილია ტუღუშის ოჯახის განცხადებებს , საფეხბურთო კლუბ „გურიაში“ ეხმაურებიან და ჩაწყობილ თამაშებს გამორიცხავენ. რაც შეეხებათ პირებს, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახმა მომხდართან კავშირში დაასახელა, კლუბში ამბობენ, რომ მათგან ორი - ნუგზარ ჩხაიძე და გიორგი ინაიშვილი კლუბის სტრუქტურაში ნამდვილად მუშაობენ.

„ჩვენი კლუბის სტრუქტურაში მუშაობენ ნუგზარ ჩხაიძე და გიორგი ინაიშვილი. ახალი დანიშნული სპორტული დირექტორია და ის ირაკლი ბახტაძე, ვიცნობ მაგრამ კლუბში არ არის. ინფორმაციას საიდან რას, ვინ რატომ სთხოვს და როგორ ვერაფერს გეტყვით...

ვინ გაყიდა, რა გაყიდა? ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ცუდ დღეში არის ახლა ლანჩხუთის "გურია". გამოვვარდით ეროვნული ლიგიდან და არ ვიცი ახლა ვინ გაყიდა ან გუნდმა ან მსაჯიც... ვერ ვუკავშირებ ამ თამაშს ვერანაირად. ილო რა შუაშია, ილო არ მსაჯობდა და რა ვიცი რა კავშირი ჰქონდა, ილოს როგორ შეეძლო რაღაც მანიპულირება თამაშის, მე ვერ დავუკავშირე ეს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ თამაშზე გამორიცხულია, რომ ვინმე კავშირში იყო ასეთ რაღაცეებთან" განაცხადა „ლანჩხუთის გურიის“ მწვრთნელმა დავით მახარაძემ.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე