2017-12-07 15:17:24
ეს მხოლოდ შალელაშვილის მოსაზრებებია - თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ისრაელთან დაკავშირებით, დეპუტატ შოთა შალელაშვილის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ  ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრს, მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას ერთიანი პოზიცია აქვთ.

“თემაზე წამყვანი საგარეო საქმეთა სამინისტროა. შესაბამისად, პოლიტიკურ განცხადებებს საგარეო უწყება გააკეთებს. რაც შეეხება დეპუტატის მოსაზრებებს, ეს მხოლოდ მისი მოსაზრებებია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე