„სტუმრად მივიდა?“ - გახარია შალელაშვილზე
2017-12-07 14:58:01 · ამობეჭდვა

„სტუმრად მივიდა?“- ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას შს მინისტრმა „ქართული ოცნების“ წევრის, შოთა შალელაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებასთან დაკავშირებით.

გიორგი გახარიამ შალელაშვილის მიმართვაზე, სადაც მან მთავრობას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა, კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. დეპუტატმა სუს-ის შენობა უკვე დატოვა, თუმცა რა საქმე ჰქონდათ მასთან, არ დააკონკრეტა.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე