დეპუტატი შოთა შალელაშვილი სუს-ში დაიბარეს
2017-12-07 14:38:38 · ამობეჭდვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. დეპუტატმა სუს-ის შენობა უკვე დატოვა, თუმცა რა საქმე ჰქონდათ მასთან, არ დააკონკრეტა.

შალელაშვილის თქმით, მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსთან, რომელშიც მან მთავრობას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა, სუს-ში დაბარებას კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ შალელაშვილმა დღეს პრემიერ მინისტრს ღია წერილით მიმართა და ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა, რამაც კვირიკაშვილის გაღიზიანება გამოიწვია.

მანამდე კი დეპუტატმა იუსტიციის მინისტრი უპასუხისმგებლო განცხადებებში დაადანაშაულა.





გაზიარება და მოწონება

აქცია ერევანში - LIVE
ჟურნალისტ მარიამ ჭელიძეს ჩვენი დახმარება ჭირდება

ანგარიშის ნომერი: GE96TB7722645061600017 მიმღები – მარიკა ჭელიძე