„აშშ-მ გათელა იერუსალიმის შესახებ გაერო-ს 1980 წლის გადაწყვეტილება" - ერდოღანი
2017-12-07 11:53:41 · ამობეჭდვა

თურქეთის პრეზიდენტი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გმობს. ერდოღანის თქმით, „აშშ-მ გათელა იერუსალიმის შესახებ გაერო-ს 1980 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არავის დაურღვევია“.

„მე განვაგრძობ სატელეფონო მოლაპარაკებებს იერუსალიმის საკითხზე ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასევე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც. ასევე ვისაუბრებ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინთან. ეს თემა მხოლოდ მუსლიმებს არ ეხება. ეს თემა ქრისტიანებსაც ეხება.
შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისი თქმა სურდა ტრამპს ამ გადაწყვეტილებით. ის ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება, არამედ მშვიდობის დამყარება უნდა მოახდინონ. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს“, - დასძინა ერდოღანმა.





გაზიარება და მოწონება