„ეს ისტორიული დღეა"- ნეთანიაჰუ ტრამპს მადლობას უხდის
2017-12-07 10:10:07 · ამობეჭდვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას გამოეხმაურა და ფაქტს ისტორიული უწოდა. მან ტრამს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა:

„ეს ისტორიული დღეა. იერუსალიმი ებრაელი ხალხის დედაქალაქია 3,000 წლის განმავლობაში. იერუსალიმი ჩვენი იმედების, ჩვენი ოცნებების ცენტრი იყო 3,000 წლის განმავლობაში. ჩვენ ღრმად მადლობელები ვართ აშშ-ს პრეზიდენტის მამაცი და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიაროს და იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის მომზადებასთან დაკავშირებით. აშშ-ს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება. ეს მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არ იქნება მშვიდობა, თუ ის არ მოიცავს იერუსალიმს, როგორც ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქს. მშვიდობის მოყვარულ ყველა ქვეყანას მოვუწოდებ, შეუერთდნენ აშშ-ს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებაში და მათი საელჩოების იერუსალიმში გადმოტანაში“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.





გაზიარება და მოწონება