პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები- ,,ციანიდის საქმის" პროცესი სააპელაციოშიც დაიხურა
2017-12-06 14:44:50 · ამობეჭდვა

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომების დახურვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ განმარტა, რომ სხდომებზე მოხდება მტკიცებულებების შეფასება, რომლებიც შეიცავს პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს. ნათია ბარბაქაძემ ასევე აღნიშნა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენელს სხდომაზე დასწრების უფლება ექნება.

„საქმეში წარმოდგენილია ვრცელი საჩივრები და დართულია მტკიცებულებები. საქმეში არის ჩვენებები და ეს მტკიცებულებები პირადი ცხოვრების სფეროს მიეკუთვნება.მტკიცებულებებში პერსონალური მონაცემებია. მათი დიდი ნაწილი სასულიერო პირებს ეხება. სააპელაციოში საქმის განხილვის თავისებურებები არსებობს. პალატა ბრალდების მხარის გარკვეულ მოსაზრებებს არ ეთანხმება, თუმცა პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით, შუამდგომლობას სხდომის დახურვაზე ვაკმაყოფილებთ“, – განაცხადა მოსამართლემ.





გაზიარება და მოწონება