"მთხოვდნენ პატრიარქის მკვლელობის მომზადების ორგანიზების აღიარებას და თანამზრახველებად მიტროპოლიტი დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის დასახელებას" - დეკანოზმა სასამართლო დატოვა
2017-12-06 12:32:51 · ამობეჭდვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ ის ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს. მსჯავრდებულმა მის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც ისაუბრა.

„აეროპორტიდან გატაცების მომენტიდან ვიმყოფები სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ჩემი ადვოკატების თანდასწრებით, დაკითხვისას მთხოვდნენ პატრიარქის მკვლელობის მომზადების ორგანიზების აღიარებას და თანამზრახველებად მიტროპოლიტი დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის დასახელებას.
რელიგიურ დისკრიმინაციას ახდენს პენიტენციური დაწესებულება. არ მაძლევს ჩემი რელიგიური სამოსის ჩაცმის უფლებას და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ეკლესიაში რელიგიური მსახურების უფლებას.
უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართლმსაჯულებას და პროტესტის ნიშნად ვტოვებ სასამართლო სხდომას“, - განაცხადა დეკანოზმა მამალაძემ.





გაზიარება და მოწონება