საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბელგიურ ბიზნეს-დელეგაციას მასპინძლობს
2017-12-05 18:46:18 · ამობეჭდვა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბელგიის სამეფოდან ბიზნეს-დელაგაციას მასპინძლობს. დელეგაციის შემადგენლობაში 10-მდე წამყვანი ბელგიური სამედიცი სფეროს წარმომადგენელი კომპანიები არიან, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების ჩადებით არიან დაიტერესებულნი.

ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბელგიური საკონსულტაციო სააგენტოს “Wallonia Export Investment”-ის თანამშრომლობით შედგა. ვიზიტის ფარგლებში, პალატის ჩართულობით გაიმართა დისკუსია ბელგიური კომპანიების პერსპექტივებისა და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.

ასევე, ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები საქართველოში ოპერირებად შესაბამისი სფეროს კომპანიებს შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში პალატის ორგანიზებით 20-მდე B2B შეხვედრა შედგა.

სხვადასხვა ქვეყნებიდან ბიზნეს-დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი სერვისია, რომლიც მიზანიც ქართული კომპანიებისთვის უცხოელი ბიზნეს-პარტნიორების მოსაძიებლად საჭირო პირობების შექმნაა.





გაზიარება და მოწონება