სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2017-12-05 17:58:54
მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დაკავებულების სასამართლო დღეს ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. დაკავებულების, რომელთა შორის ერთი შსს-ს თანამშრომელია, აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო 18:30 საათზე იმსჯელებს. 

სამივე პირს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ. პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე 5 პირი მისცა პასუხისგებაში, თუმცა, ვინაიდან 2 არასრულწლოვანი იყო, ბრალდება მხოლოდ სამ პირს წაეყენა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, შსს-მ სამი პირი გუშინ დააკავა. 
 

ამავე თემაზე