მოსალოდენლია თუ არა პროდუქტების გაძვირება? – „ხელისუფლების დუმილი შეიძლება დამატებით კიდევ უფრო მეტად არასწორ მოლოდინს აჩენდეს“
2017-12-01 00:14:23 · ამობეჭდვა

ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესის გაგრძელების შემთხვევაში ეკონომისტები ფასების ზრდას ვარაუდობენ. განცხადება „პირველ რადიოსთან“ ირაკლი ყიფიანმა გააკეთა.

ყიფიანი ამბობს, რომ ლარის გაუფასურება პირდაპირ არის მიბმული პროდუქტზე ფასების მატებაზე, რადგან ძირითადად ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქტი შემოდის.

რაც შეეხება მოსალოდნელ ინფლაციას, ეკონომისტი ამბობს, რომ ინფლაციის დაწყების შემთხვევაში ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ბერკეტებს გამოიყენებს, თუმცა ხელოვნური ჩარევით, ანუ რეფინანსირების განაკვეთის ზრდით, ის დააზარალებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში.

„რაც შეეხება ფასებს, ფასებთან დაკავშირებით ხდება შემდეგი რამ: ახლა ვინც არიან იმპორტიორი კომპანიები, არიან მოლოდინის რეჟიმში ლარი დასტაბილურდება თუ არ დასტაბილურდება. მათ ყიდვა აქვთ დოლარში და გაყიდვა აქვთ ლარში. საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება ლარის გაუფასურება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იპორტიორი კომპანიები, რაც უფრო დრო გადის, კიდევ უფრო მეტად კარგავენ იმის იმედს, რომ ლარი შეიძება მნიშვნელოვნად გამყარდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დაიწყებენ იმ მარაგების გაძვირებას, რაც ბაზარზე აქვთ შემოტანილი და ეს აუცილებლად ასახვას ჰპოვებს ფასების ზრდაზე. კიდევ ერთი რაც ყველაზე მთავარია, თუ ეროვნულმა ბანკმა დაინახა, რომ საფრთხე გაჩნდა ინფლაციური პროცესების დაწყების, მათ აქვთ ხელთ საშუალო ვადიანი ინსტრუმენტი რეფინანსირების განაკვეთის ზრდის, ის რომ საფრთხე გადაიზარდოს უკონტროლო ინფლაციურ პროცესში, ამას ეროვნული ბანკი ადევნებს თვალს და შესაბამისი ინსტრუმენტები ეროვნულ ბანკს ხელთ უჭირავს, მაგრამ ის ინსტრუმენტები რაც ეროვნულ ბანკს ხელთ უჭირავს, ამის საბოლოო შედეგია, რომ გარკვეულ წილად უარი ვთქვათ ეკონომიკური ზრიდს ტემპზე. რადგან თუ რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა, ეროვნული ბანკი ძვირად ასესხებს კომერციულ ბანკებს ფულს და კომერციული ბანკებმა ძვირად უნდა გაასესხოს ბიზნესზე, ხოლო ნაკლები ბიზნესი დაინტერესდება სესხის აღებით. ასე რომ ამ დილემის წინაშე დავდგებით. თუ ლარის გაუფასრუება გაგრძელდა და ბიზნესმა აღარ დაიჯერა რომ ლარი შეიძება გამყარდეს, ამას ასახვა ექნება ფასების ზრდაზე და თუ ამას ასახვა ექნება მნიშვნელოვნად შემდეგ ეროვნულ ბანკს იმ ინსტრუმენტის გამოყენება მოუწევს, რომლის შედეგადაც უარის თქმა მოგვიწევს ეკონომიკურ ზრდაზე.

ნამდვილად არ ვიცი რატომ არ აკეთებენ ამასთან დაკავშრებით განცხადებას, პირველი ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, დღეს აღმასრულებელი ხელისუფლების დუმილი შეიძლება დამატებით კიდევ უფრო მეტად არასწორ მოლოდინს აჩენდეს,“-განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.





გაზიარება და მოწონება