პური შესაძლოა გაძვირდეს
2017-12-01 00:11:22 · ამობეჭდვა

გაძვირდება თუ არა პური? ლარის ვარდნასთან ერთად ეს კითხვა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. როგორც ამ თემაზე საუბრისას "პირველ რადიოსთან" მე-4 პურის ქარხნის დირექტორი მალხაზ დოლიძე აცხადებს, მართალია ეროვნული ვალუტის ვარდნა პურის ფასთან პირდაპირპროპორციული არ არის, მაგრამ თუ ფქვილზე ფასები შეიცვალა, გაძვირებაც მოსალოდნელია:

"თუ შეიცვალა ფქვილზე ფასები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია პურზე ფასმა მოიმატოს, იმიტომ რომ პურის თვითღირებულება 1 კგ/ზე არის 1 ლარი 15 თეთრი და 1 ლარი და თეთრი 20-ის ფარგლებში. დღეს რომ გითხრათ, რომ პურის ფასი შეიცვლება არ ვიქნები სწორი, ჯერჯერობით ამ ფასებში იყიდება პური, თუმცა თუ შეიცვლება ძირითად ნედლეულზე, ის იმოქმედებს პურის ფასზეც.

თუ შემოტანილია ხორბალი და მისი ტრანსპორტირება რაც ღირდა, იმ ფასად მაძლევს მომწოდებელი ფქვილს, რაზე მოვუმატებ მე მას ფასს. პურის ფასი დაკავშირებულია დისტრიბუცია- მაღაზიასთან, იქ არის დიდი კონკურენცია. თითოეულ კაპიკს აქვს მნიშვნელობა და ძალიან რთული პროცესია" განუცხადა "პირველ რადიოს" მალხაზ დოლიძემ.





გაზიარება და მოწონება