2.85 - ლარის წინა საახალხლო კურსი?
2017-11-30 00:11:15 · ამობეჭდვა

ეკონომიკისა და "ეფიქს" ჯგუფის ექსპერტი ნიკოლოზ შენგელია ლარის კურსის მერყეობას 10 იანვრამდე ვარაუდობს. მისი თქმით, კურსი დოლართან მიმართებაში 2,85-ს არ ასცდება, რაც შეეხება 10 იანვრის შემდგომ პერიოდს, შენგელიას ვარაუდით ამ პერიოდიდან ეროვნული ვალუტა შედარებით დასტაბილურდება:

"ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ლარი იქნებოდა 2,56 , მაგრამ მოგვიანებით გავაკეთეთ კორექცია პროგნოზებში და ვთქვით, რომ ლარი ამ ნიშნულს უკანო მოიტოვებდა. შემდეგ ნოემბრის დასაწყისში გავაკეთეთ პროგნოზი და ვთქვით, რომ ლარი 2, 70- 2,80-იან შუალედში შევიდოდა, რაც დადასტურედა. რაც შეეხება წინასაახალწლო პერიოდს. ლარი სავარაუდოდ იმერყევებს 16 -25 დეკემბრის პერიოდში, თუმცა 2,85- იან ნიშნულს არ გადაცდება. ხოლო შედარებით სტაბილიზაციას ველოდებით 10 იანვრიდან 2, 60- 2, 65 ნიშნულზე",- განუცხადა "პირეველ რადიოს" შენგელიამ.





გაზიარება და მოწონება